ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT
ჩოგბურთი | ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირს გამოეთიშა #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირს გამოეთიშა.

პირველ წრეში გამარჯვების შემდეგ, მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი ლესტიენი გახლდათ. პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა 3:6 დათმო, ხოლო მეორე სეტში, როდესაც ანგარიში 4:2 იყო მოწინააღმდეგის სასარგებლოდ, ბასილაშვილს ბარძაყის კუნთის ტრავმა გაუმიზეზდა და შეხვედრა შეწყვიტა.

ამჟამად ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 209-ე ადგილს იკავებს. ნიკოლოზი, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე კიდევ ერთ ჩელენჯერის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 2025 წლის ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს.