France Football-მა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზზე პრეტენდენტები დაასახელა #1TVSPORT
France Football-მა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზზე პრეტენდენტები დაასახელა #1TVSPORT

ფრანგულმა გამოცემა France Football-მა გამოაცხადა ნომინანტები „კოპას პრიზზე“ (Kopa Trophy). ეს არის ყოველწლიური ჯილდო, რომელსაც საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე) ფეხბურთელს გადასცემენ.

„კოპას პრიზზე“ ნომინანტთა სია:

ქარიმ ადეიემი (დორტმუნდი, გერმანია), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი, ინგლისი), ედუარდო კამავინგა (რეალი, საფრანგეთი), გავი (ბარსელონა, ესპანეთი), რაიან გრავენბერხი (ბაიერნი, ნიდერლანდები), ნუნუ მენდეში (პარი სენ-ჟერმენი, პორტუგალია), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი, გერმანია), იოშკო გვარდიოლი (ლაიპციგი, ხორვატია), ბუკაიო საკა (არსენალი, ინგლისი), ფლორიან ვირცი (ლევერკუზენი, გერმანია).

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი 17 ოქტომბერს გამოცხადდება.