„მანჩესტერ იუნაიტედი“ 19 წლის შეშკოს ყიდვასთან ახლოსაა, „რეალი“ „ზალცბურგის“ ფორვარდს ბენზემას ალტერნატივად განიხილავს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ 19 წლის შეშკოს ყიდვასთან ახლოსაა, „რეალი“ „ზალცბურგის“ ფორვარდს ბენზემას ალტერნატივად განიხილავს #1TVSPORT

ავსტრიული „ზალცბურგის“ ფორვარდი ბენიამინ შეშკო ახლოს არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ თავის „ტვიტერში“ დაწერა.

2022-23 წლების სეზონში 19 წლის შეშკომ უკვე მოასწრო „ზალცბურგის“ რიგებში სამი მატჩის გამართვა, რომლებშიც ორი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონ ევროს შეადგენს. სლოვენიელმა გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში უნდა მიიღოს.

შეშკო ასევე მადრიდის „რეალის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. როგორც Onda Cero-ს ჟურნალისტმა ალბერტო პერეირამ განაცხადა, ესპანეთის ჩემპიონი ქარიმ ბენზემას ალტერნატივად შეშკოსა და კიდევ ერთ ახალგაზრდა ფორვარდს, „ნიცას“ 22 წლის თავდამსხმელს ამინ გუირის განიხილავს.