„ჩელსიმ“ ახალი სპორტული დირექტორი „ზალცბურგში“ იპოვნა #1TVSPORT
„ჩელსიმ“ ახალი სპორტული დირექტორი „ზალცბურგში“ იპოვნა #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსი“ უახლოეს დღეებში ახალი სპორტული დირექტორის ვინაობას გამოაცხადებს.

კერძოდ, ინგლისურ კლუბში ავსტრიის „ზალცბურგიდან“ სამუშაოდ გადადის კრისტოფ ფროინდი. მისი კანდიდატურა მოიწონა „ჩელსის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გრემ პოტერმა.

„ჩელსიმ“ უკვე შეათანხმა ამ გარიგების ყველა დეტალი როგორც ფროინდთან, ასევე „ზალცბურგთან“. ახალი სპორტული დირექტორის ოფიციალური წარდგენა დროის საკითხია.

სწორედ ფროინდმა განახორციელა „ზალცბურგში“ რამდენიმე წარმატებული ტრანსფერი. მაგალითად, მისი წყალობით ავსტრიულ გუნდში აღმოჩდნენ ერლინდ ჰალანდი, სადიო მანე და დაიო უპამეკანო.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ჩელსის“ ახალი მფლობელი ტოდ ბოელი „ზალცბურგის“ მოდელის დიდი თაყვანისმცემელია.