„ბაიერნმა“ ახალი სპორტული დირექტორი დანიშნა #1TVSPORT

12:22, 19.07.2023

მიუნხენის „ბაიერნის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა იმის შესახებ, რომ კლუბის ახალი სპორტული დირექტორი კრისტოფ ფროინდი გახდა.

46 წლის ავსტრიელი ფუნქციონერი თავისი მოვალეობების შესრულებას 1 სექტემბრიდან შეუდგება.

ფროინდი 2015 წლიდან დღემდე ავსტრიული „ზალცბურგის“ სპორტული დირექტორი იყო.

„ბაიერნის“ წინა სპორტული დირექტორი გახლდათ ჰასან სალიჰამიჯიჩი, რომელიც მაისში დაითხოვეს პოსტიდან.

მსგავსი