„დორტმუნდი“ „ზალცბურგს“ ადეიემის შეძენაზე მოელაპარაკა #1TVSPORT
„დორტმუნდი“ „ზალცბურგს“ ადეიემის შეძენაზე მოელაპარაკა #1TVSPORT

„დორტმუნდმა“ კონტრაქტის პირობები შეათანხმა „ზალცბურგის“ ფორვარდთან ქარიმ ადეიემისთან. ამის შესახებ იტყობინება Sky Sport.

გერმანული კლუბი ფეხბურთელთან ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ადეიემის ხელფასი წელიწადში 6.5 მილიონი ევრო იქნება.

„დორტუნდი“ ასევე მოელაპარაკა „ზალცბურგს“ 20 წლის გერმანელის ტრანსფერზე. გერმანელები თავიდან 30 მილიონ ევროს გადაიხდიან, კიდევ ექვს მილიონს კი ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა ბონუსის სახით გადარიცხავენ.

2021-22 წლების სეზონში ადეიემიმ „ზალცბურგში“ 39 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.