ბაჰრეინის ოპოზიციის ლიდერს სააპელაციო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. შეიხ ალი სალმანს ბრალი ყატარის სასრგებლოდ ჯაშუშობაში ედება.
ბაჰრეინსა და ყატარს შორის ურთიერთობა 217 წლის შემდეგ შეწყვეტილია.
სასამართლოს გადაწყვეტილება Amnesty International-მა ტრაგედიად შეაფასა.
„ვერდიქტი იმაზე მეტყველებს, რომ ბაჰრეინის ხელისუფლება სასტიკ და უკანონო გზებს იყენებს, რომ განსხვავებული აზრი არ ისმოდეს“,- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.