ბაჰრეინმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია და ეკონომიკური კავშირები გაწყვიტა
ბაჰრეინმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია და ეკონომიკური კავშირები გაწყვიტა

ბაჰრეინმა ისრაელიდან ელჩი გაიწვია და ეკონომიკური კავშირები გაწყვიტა.

არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის ელჩმა ასევე დატოვა ბაჰრეინი.

მათივე ცნობით, გადაწყვეტილება ეფუძნება ბაჰრეინის სამეფოს „მყარ და ისტორიულ პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს პალესტინას და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს“.

ბაჰრეინმა ისრაელთან კავშირები აშშ-ის შუამავლობით 2020 წლის აბრაამის შეთანხმების საფუძველზე დაამყარა.

ისრაელი აცხადებს, რომ ბაჰრეინის მთავრობისგან არ მიუღია რაიმე განცხადება ან გადაწყვეტილება ამ ქვეყნების ელჩების გამოწვევის შესახებ.