ბაჰრეინის მეფე ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა
ბაჰრეინის მეფე ბენიამინ ნეთანიაჰუსა და დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა

ბაჰრეინის მეფე ადასტურებს ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის აუცილებლობას ორი სახელმწიფოს პრინციპის საფუძველზე.

როგორც ბაჰრეინის სახელმწიფო მედია იტყობინება, ამის შესახებ ბაჰრეინის მეფემ ჰამად იბნ ისა ალ-ხალიფამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელი და ბაჰრეინი აშშ-ის შუამავლობით დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე შეთანხმდნენ. ბაჰრეინი უკვე მეორე არაბული სახელმწიფოა, რომელთანაც ისრაელმა ბოლო ერთ თვეში ურთიერთობების ნორმალიზების შეთანხმებას მიაღწია. მანამდე, ისრაელი, ასევე აშშ-ის შუამავლობით, ურთიერთობების ნორმალიზებაზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან შეთანხმდა.

დატოვე კომენტარი