ბაჰრეინის ოპოზიციის ლიდერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

15:41, 04.11.2018

ბაჰრეინის ოპოზიციის ლიდერს სააპელაციო სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. შეიხ ალი სალმანს ბრალი ყატარის სასრგებლოდ ჯაშუშობაში ედება.

ბაჰრეინსა და ყატარს შორის ურთიერთობა 217 წლის შემდეგ შეწყვეტილია.

სასამართლოს გადაწყვეტილება Amnesty International-მა ტრაგედიად შეაფასა.

„ვერდიქტი იმაზე მეტყველებს, რომ ბაჰრეინის ხელისუფლება სასტიკ და უკანონო გზებს იყენებს, რომ განსხვავებული აზრი არ ისმოდეს“,- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი