საფრანგეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ისლამისტს, რომელმაც 2015 წელს ჩქაროსნულ მატარებელში ცეცხლი გახსნა
საფრანგეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ისლამისტს, რომელმაც 2015 წელს ჩქაროსნულ მატარებელში ცეცხლი გახსნა

საფრანგეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ისლამისტს, რომელმაც 2015 წლის აგვისტოში ჩქაროსნულ მატარებელში ცეცხლი გახსნა.

სასამართლომ მაროკოელი აიუბ ელ ხაზანი ტერორისტული აქტის ჩადენის მოტივით მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ

ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ელ ხაზანიმ თავდასხმა სარკინიგზო კომპანია Thalys-ის მატარებელში, ბელგიიდან საფრანგეთში მიმავალ რეისზე სცადა. თუმცა ის მატარებლის მგზავრებმა გაავნებელყვეს და განაიარაღეს. მგზავრებს შორის იყო სამი ამერიკელი, რომელთაგან ორი მოქმედი სამხედრო იყო. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ცნობისთვის, 2015 წლის 21 აგვისტოს მატარებელში განვითარებული მოვლენების საფუძველზე ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა კლინტ ისტვუდმა ფილმი გადაიღო.