პალესტინის ადმინისტრაცია ბაჰრეინის მიერ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას „ღალატს“ უწოდებს
პალესტინის ადმინისტრაცია ბაჰრეინის მიერ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას „ღალატს“ უწოდებს

პალესტინის ადმინისტრაცია ბაჰრეინის მიერ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას „ღალატს“ უწოდებს.

პალესტინის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაჰრეინის ნაბიჯი იერუსალიმის, ალ-აქსას და პალესტინის საქმის ღალატია.

„პალესტინის ხელმძღვანელობა უარყოფს და გმობს ამერიკა-ისრაელ-ბაჰრეინის სამმხრივ დეკლარაციას ოკუპანტ სახელმწიფო ისრაელსა და ბაჰრეინის სამეფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით. ბაჰრეინის ნაბიჯი ანგრევს 2002 წლის არაბული მშვიდობის ინიციატივას და არაბული და ისლამური სამიტების დეკლარაციებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პალესტინური ჯგუფები ბაჰრეინის გადაწყვეტილებას აშშ-ის „საუკუნის შეთანხმების“ ნაწილად მოიხსენიებენ. მანამდე ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა. ეგვიპტის, იორდანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ, ბაჰრეინი მეოთხე არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.