პალესტინის ადმინისტრაცია ბაჰრეინის მიერ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას „ღალატს“ უწოდებს
პალესტინის ადმინისტრაცია ბაჰრეინის მიერ ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზებას „ღალატს“ უწოდებს.
პალესტინის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაჰრეინის ნაბიჯი იერუსალიმის, ალ-აქსას და პალესტინის საქმის ღალატია.
„პალესტინის ხელმძღვანელობა უარყოფს და გმობს ამერიკა-ისრაელ-ბაჰრეინის სამმხრივ დეკლარაციას ოკუპანტ სახელმწიფო ისრაელსა და ბაჰრეინის სამეფოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებასთან დაკავშირებით. ბაჰრეინის ნაბიჯი ანგრევს 2002 წლის არაბული მშვიდობის ინიციატივას და არაბული და ისლამური სამიტების დეკლარაციებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პალესტინური ჯგუფები ბაჰრეინის გადაწყვეტილებას აშშ-ის „საუკუნის შეთანხმების“ ნაწილად მოიხსენიებენ. მანამდე ისრაელთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა. ეგვიპტის, იორდანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების შემდეგ, ბაჰრეინი მეოთხე არაბული ქვეყანა გახდა, რომელმაც ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.