ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის განხილვა სასამართლოში მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე მსჯელობით გრძელდება
ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის განხილვა სასამართლოში მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე მსჯელობით გრძელდება.
დაცვის და ბრალდების მხარეები მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ნაწილის დაუშვებლად ცნობას ითხოვენ.
ადვოკატები აცხადებენ, რომ არ დაუშვან პროკურატურის ის მტკიცებულება, რომლითაც გამოძიება ამტკიცებს რომ ასახავს 2007 წელს მოდულის შენობაში ჩატარებულ თათბირს, სადაც პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმა განიხილებოდა.
ადვოკატები ამ მასალას ეჭვქვეშ აყენებენ და მასზე ჩატარებულ ექსპერტიზას უნდობლობას უცხადებენ.
ბრალდების მხარის შუამდგომლობა კი დაცვის მხარის რიგი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს მათ შორის, მოწმეების ნაწილში. ბიზნესმენის მკვლელობის მომზადებაში ბრალდებულები არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები რევაზ შიუკაშვილი, ლევან ქარდავა და გიორგი მერებაშვილი.
ბრალდებულებიდან სასამართლო სხდომას მხოლოდ გიორგი მერებაშვილი ესწრება, ქარდავამ და შიუკაშვილმა სხდომაზე დასწრებაზე უარი განაცხადეს.