ბაჩანა არაბული - საშიში არაფერია, უკვე ვვარჯიშობ
ბაჩანა არაბული - საშიში არაფერია, უკვე ვვარჯიშობ

ბაჩანა არაბული ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებში მიიწვია. ”ჯვაროსნები” უეფას ერთა ლიგისთვის მზადებას იწყებენ, 23 და 27 მარტს თბილისში ლიტვასთან და ესტონეთთან ამხანაგურ მატჩებს გამართავენ და 23 წლის თავდამსხმელს თავის გამოჩენის შანსი მიეცემა.

უნგრულ “ბალმაზუივაროშში” 2017 წელს გადასული ქართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა და ვაისის ეს გადაწყვეტილება ლოგიკური იყო, მაგრამ უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში, “ფერენცვაროშთან“, არაბული გუნდის განაცხადშიც ვერ მოხვდა, რადგან ტრავმირებული იყო. თუმცა, პირველ არხთან ფეხბურთელმა განაცხადა, რომ საშიში არაფერია.

„21-ე ტურის შეხვედრაში საზარდული ვიტკინე და შესაცვლელი გავხდი. შემდეგ ერთი კვირით დავისვენე და “ფერენცვაროშთან” ამიტომ არ ვითამაშე. ახლა ყველაფერი კარგად არის – ვარჯიში განვაახლე, ასე რომ, სავარაუდოდ, შაბათს “ვიდეოტონის” წინააღმდეგ ვითამაშებ და სანაკრებო შეკრებისთვისაც მზად ვიქნები” – ამბობს არაბული.