მისგან მეტს ველოდებით - „მაკარტურის“ მწვრთნელმა ბაჩანა არაბულზე ისაუბრა #1TVSPORT
მისგან მეტს ველოდებით - „მაკარტურის“ მწვრთნელმა ბაჩანა არაბულზე ისაუბრა #1TVSPORT

მაკარტურის“ მთავარმა მწვრთნელმა, მილე სტეროვსკიმ კომენტარი გააკეთა ავსტრალიის A ლიგაში „ბრისბენ როართან“ ბოლო წუთებში მოგებულ შეხვედრაზე (3:2) და ბაჩანა არაბულზეც ისაუბრა, რომელმაც მე-14 წუთზე ანგარიში გახსნა.

ქართველმა თავდამსხმელმა ავსტრალიის ჩემპიონატში ახალი წლის შემდეგ პირველად გაიტანა. მწვრთნელის თქმით, მას ადაპტაცია გაუჭირდა, მაგრამ გარემოს ნელ-ნელა ეგუება.

„როდესაც ანგარიში 2:0 გახდა, მეგონა, რომ ამით თამაში დასრულდა, მაგრამ „ბრისბენმა“ გათანაბრება მოახერხა. კიდევ ერთხელ გამოვავლინეთ ბრძოლისუნარიანობა და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. ჩვენი მიზანი არ შეცვლილა, გვინდა, ექვსეულში მოვხვდეთ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ.

რაც შეეხება არაბულს, ავსტრალიაში მისი ადაპტაციის პროცესი რთულად მიმდინარეობდა, მაგრამ გასულ კვირას ვარჯიშებზე თავი შესანიშნავად გამოავლინა, დღეს კი გოლი გაიტანა. ჩვენ მისგან უფრო მეტი გვინდა და მეტსაც ველოდებით“, – თქვა სტერჟოვსკიმ.

19 ტურის შემდეგ „მაკარტური“ 24 ქულით, ბექა მიქელთაძისა და ბექა დარცმელიასნიუკასლ ჯეტსან“ ერთად, მე-7-მე-8 ადგილებს იყოფს. არაბულმა 12 მატჩში 4 გოლი გაიტანა.