არაბული მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა - „მაკარტურს“ კონკურენტთან წაგება ძვირად დაუჯდა #1TVSPORT
არაბული მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა - „მაკარტურს“ კონკურენტთან წაგება ძვირად დაუჯდა #1TVSPORT

ბაჩანა არაბულმა ავსტრალიის A ლიგაში მორიგი შეხვედრა ჩაატარა „მაკარტურში“, რომელიც უშუალო კონკურენტს, „მელბურნ ვიქტორის“ დაუპირისპიურდა და 1:2 დამარცხდა.

ავსტრალიის A ლიგის 25-ე ტურის შეხვედრა ქართველმა თავდამსხმელმა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. „მაკარტური“ აუტსაიდერთა ზონაშია და ბოლო ადგილზე მყოფ კონკურენტთან, „მელბურნ ვიქტორისთან“ გამარჯვებით ორი ამოცანის გადაჭრა შეეძლო – საპლეიოფო ზონასთან ჩამორჩენას შეამცირებდა და კონკურენტს ჩამოიშორებდა.

მაგრამ მატჩი „მაკარტურისთვის“ არასასურველი სცენარით წარიმართა. მესამე წუთზე ანგარიში რომერომ გახსნა და მასპინძლებმა ტაიმი 1:0 მოიგეს. 66-ე წუთზე წონასწორობა „მაკარტურის“ მოთამაშემ, უსკოკმა აღადგინა, თუმცა „მელბურნ ვიქტორიმ“ მაინც გაიმარჯვა, გადამწყვეტი გოლი 90+4-ე წუთზე ბრუქსმა გაიტანა და მასპინძლებს 3 ქულა მოუტანა.

„მაკარტური“ 25 ტურის შემდეგ ბოლო, მე-12 ადგილზე დაქვეითდა, ხოლო აუტსაიდერი „მელბურნ ვიქტორი“ (28) მე-10 ადგილზე დაწინაურდა და პლეიოფის ზონაში მყოფ „ველინგტონ ფენიქსთან“ (32) ჩამორჩენა შეამცირა.