ქართველების წარუმატებელი ტური ავსტრალიაში #1TVSPORT
ქართველების წარუმატებელი ტური ავსტრალიაში #1TVSPORT

ავსტრალიის A-ლიგაში მე-20 ტურის მატჩები გაიმართა, სამი ქართველი ლეგიონერიდან ორმა ითამაშა.

„სენტრალ კოსტ მარინერსმა“ შინ ბაჩანა არაბულის „მაკარტურს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. 28 წლის ქართველი თავდამსხმელი განაცხადში არ ყოფილა.

ასევე წარუმატებელი გამოდგა ტური ბექა დარცმელიასა და ბექა მიქელთაძისნიუკასლ ჯეტსისთვის“, რომელიც შინ „ადელაიდასთან“ 2:4 დამარცხდა. მიქელთაძემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, დარცმელია კი სათადარიგოებში იყო და მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

20 ტურის შემდეგ „მაკარტური“ 24 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო „ნიუკასლ ჯეტსი“ ამდენივე ქულით, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 პოზიციას იკავებს.