ქართული ლეგიონი - არაბულმა სადებიუტო შეხვედრაში თავი გამოიჩინა, კვირკვიამ „ნეფთჩის“ გაუტანა #1TVSPORT
ქართული ლეგიონი - არაბულმა სადებიუტო შეხვედრაში თავი გამოიჩინა, კვირკვიამ „ნეფთჩის“ გაუტანა #1TVSPORT

უზბეკეთის სუპერ ლიგაში ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, სადაც ბაჩანა არაბულის დებიუტი შედგა და პირველივე მატჩში თავი მოქმედ ჩემპიონთან გამოიჩინა.

გიორგი პაპავას ტაშკენტის „ფახთაქორმაფერგანას „ნეფთჩის“ უმასპინძლა, რომელმაც ზაფხულში გიორგი ნიქაბაძე და ბაჩანა არაბული დაიმატა და 0:1 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, არაბული სადებიუტო მატჩში მოედანზე 68-ე წუთიდან გამოჩნდა და ერთ წუთში ერთადერთი გოლის ავტორს, დიორ ტუროპოვს საგოლე გადაცემით დაეხმარა. არაბულის თანაგუნდელმა ნიქაბაძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო პაპავა „ფახთაქორის“ განაცხადში არ ყოფილა.

ამ მოგებით „ნეფთჩიმ“ 31 ქულა დააგროვა, 15 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე დაწინაურდა და „ფახთაქორი“ (31) მესამე ადგილზე დააქვეითა, ხოლო პირველადგილოსანნავბახორთან“ სხვაობა (33) ორ ქულამდე შეამცირა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის სადებიუტო მატჩში კი გოლის გატანა მათე კვირკვიამ მოახერხა – „ქიაფაზმა“ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი „ნეფთჩი“ 1:0 სწორედ მისი გოლით დაამარცხა. პირველი ტურის შეხვედრაში 26 წლის შემტევმა გამარჯვების გოლი 44-ე წუთზე პენალტით გაიტანა.