ბაჩანა არაბულმა პირველ არხთან იმედი გამოთქვა, რომ მძიმე ტრავმა არ მიუღია და მოედანს მალე დაუბრუნდება.
”ზუსტად იგივე შემემთხვა, რაც 27 მარტს ესტონეთის ნაკრებთან შეხვედრისას – კუნთი დამეჭიმა და ჯერ ზუსტად არ ვიცი, რამდენად სერიოზული დაზიანებაა. წინასწარი დასკვნით, რთულ ფორმებში არ უნდა მქონდეს და დიდი ალბათობით, მაქსიმუმ, მოედანს 1-2 კვირაში დავუბრუნდები,” – ამბობს არაბული.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თავდამსხმელი უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო 27-ე ტურის შეხვედრაში დაშავდა. ქართველების “ბალმაზუივაროში” “ჰალადაშს” ესტუმრა და ქულა (0:0) მოიპოვა. არაბული, ისევე როგორც ირაკლი მაისურაძე, სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. მე-16 წუთზე საქართველოს ნაკრების წინახაზელმა თავდამსხმელმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა.
წინა ტურში კი, ”ბალმაზუივაროშის” მესამე ქართველმა, ლაშა შინდაგორიძემ ვარჯიშზე ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა და მინიმუმ, ნახევარი წელი დაისვენებს. ბოლო ინფორმაციით, ლაშამ ოპერაცია უნგრეთში უკვე გაიკეთა და რეაბილიტაციის პროცესს მალე დაიწყებს.