„აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე საევაკუაციო მანქანას ესროლეს
„აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე საევაკუაციო მანქანას ესროლეს

რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე საევაკუაციო მანქანას ესროლეს, რის შედეგადაც ერთი მებრძოლი დაიღუპა, ასევე არიან დაშავებულები.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია „აზოვის“ მებრძოლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს რუსებმა, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან ისროდნენ, მოახვედრეს საევაკუაციო მანქანას, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით მოძრაობდა. სროლის შედეგად დაიღუპა ერთი მებრძოლი და დაიჭრა ექვსი“, – ნათქვამია „აზოვის“ მებრძოლების განცხადებაში.