ავსტრიის ელჩი - ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ როდესაც სათანადო პირობები შეიქმნება, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს მოაწერს
ავსტრიის ელჩი - ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ როდესაც სათანადო პირობები შეიქმნება, „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს მოაწერს

19 აპრილი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. ევროკავშირი და აშშ დაეხმარნენ საქართველოს, ეპოვა გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან, თუმცა საბოლოოდ ეს ქართველი ლიდერების გადასაწყვეტი იყო, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ აჩვენა დემოკრატიის სიმწიფე, როდესაც კრიზისი დაძლია.

„ოპოზიციამ დაიწყო შესვლა პარლამენტში და ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გადაწყვიტა შესვლა პარლამენტში. ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ როდესაც სათანადო პირობები შეიქმნება, ისინი მოაწერენ ხელს შარლ მიშელის შეთანხმებას და ხელს შეუწყობენ ამ შეთანხმების იმპლემენტაციას როგორც პუნქტობრივად, ისე – სულისკვეთებით“, – განაცხადა თომას მიულმანმა.