ავსტრიის ელჩი - დარწმუნებული ვარ, თუ ყველა იმუშავებს ერთად, საქართველო შეძლებს შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები
ავსტრიის ელჩი - დარწმუნებული ვარ, თუ ყველა იმუშავებს ერთად, საქართველო შეძლებს შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაციები

დარწმუნებული ვარ, თუ ყველა იმუშავებს ერთად, საქართველო შეძლებს შეასრულოს ევროკომისიის თორმეტი რეკომენდაცია, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, თომას მიულმანმა განაცხადა.

თომას მიულმანის თქმით, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილება, სათანადოდ უნდა დაფასდეს.

„ივნისში ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით. ეს სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული. ეს ისტორია. ევროკომისიამ გაწერა თორმეტი პირობა შესასრულებლად, რათა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯი კანდიდატობის სტატუსისკენ. ვიცი, რომ ბევრი მუშაობა მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, თუ ყველა იმუშავებს ერთად, საქართველო შეძლებს შეასრულოს ეს თორმეტი პირობა“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ „ავსტრია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და მის მისწრაფებას მიაღწიოს ევროპულ სტანდარტებს სხვადასხვა სფეროში“.