ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა
ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა

ავსტრალიაში, ტყის მასივში ხანძრის გამო დასავლეთ სანაპიროზე გარკვეულ ადგილებში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა.

სტიქიის გამო მელბურნისა და სიდნეის საერთაშორისო აეროპორტებში ათობით ავიარეისი გადაიდო.

ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, ახალი სამხრეთ უელსის შტატში სულ ცეცხლის 21 კერა არსებობს. სტიქიის ლოკალიზებაში ხელს მეხანძრეებს ძლიერი ქარი უშლის.

საათში 44 მეტრის სიჩქარის ქარი ცეცხლს საკმაოდ მალე ავრცელებს. შედეგად, გადაწვის საფრთხის ქვეშ ათობით დასახლება დგას.

ცეცხლი უკიდია სახელგანთქმული ტურისტული ობიექტის, პოტს სტეპანსის მიმდებარე ტერიტორიასაც.

ადგილობრივი მედია ტყის ხანძრის შედეგად დაშავებულებსა და დაღუპულებზე ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებს.