ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილება ისტორიული საყოველთაო გამოკითხვის გზით მიიღეს.
ავსტრალიის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, საფოსტო კენჭისყრის გზით გამოკითხულთა 61,6%-მა ხმა მისცა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინების უფლების მინიჭებას.
საყოველთაო გამოკითხვას წინ უძღოდა ქორწინების შესახებ კანონის შეცვლის საკითხზე ხანგრძლივი დებატები.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მალკოლმ ტერნბულის თქმით, კანონი შობისთვის ამოქმედდება. მისი შეფასებით, ავსტრალიელებმა გამოკითხვაში ხმა მისცეს „თანასწორობას, ერთგულებასა და სიყვარულს“.
ქორწინების თანასწორობის მომხრე ავსტრალიელები ცვლილებას ქუჩებში ზეიმობენ.