NBA-ის გუნდის პრეზიდენტმა რიკ უელტცმა ტოდ გეიჯთან იქორწინა
NBA-ის გუნდის პრეზიდენტმა რიკ უელტცმა ტოდ გეიჯთან იქორწინა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბის „გოლდენ სტეიტის“ პრეზიდენტმა რიკ უელტცმა თავის პარტნიორთან ტოდ გეიჯთან ერთნაირსქესიანი ქორწინება გააფორმა.

ცერემონია სან ფრანცისკოში გაიმართა.

უელტცმა ქამინ-აუთი 2011 წელს შეასრულა, როცა „ფინიქსის“ პრეზიდენტი იყო და პირველი ღია გეი გახდა NBA-ის ტოპ-მენეჯერებს შორის.

უელტცის ხელმძღვანელობით „უორიორზი“ ზედიზედ ხუთჯერ გავიდა NBA-ის ფინალში და სამჯერ გახდა ჩემპიონი.