ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარი დაუჭირეს

07:58, 15.11.2017

ავსტრალიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას მხარი დაუჭირეს. გადაწყვეტილება ისტორიული საყოველთაო გამოკითხვის გზით მიიღეს.

ავსტრალიის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს ინფორმაციით, საფოსტო კენჭისყრის გზით გამოკითხულთა 61,6%-მა ხმა მისცა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინების უფლების მინიჭებას.

საყოველთაო გამოკითხვას წინ უძღოდა ქორწინების შესახებ კანონის შეცვლის საკითხზე ხანგრძლივი დებატები.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მალკოლმ ტერნბულის თქმით, კანონი შობისთვის ამოქმედდება. მისი შეფასებით, ავსტრალიელებმა გამოკითხვაში ხმა მისცეს „თანასწორობას, ერთგულებასა და სიყვარულს“.

ქორწინების თანასწორობის მომხრე ავსტრალიელები ცვლილებას ქუჩებში ზეიმობენ.

მსგავსი