„ბიბისი“ - ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა
„ბიბისი“ - ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა

ჩრდილოეთ ირლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გაერთიანებული სამეფოს საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში მცხოვრებ ერთნაირსქესიან წყვილებს ქორწინებისთვის რეგისტრაცია დღეიდან შეუძლიათ. პირველი ქორწილი კი სავარაუდოდ თებერვალში გაიმართება.

ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას ჩრდილოეთ ირლანდიაში 2015 წლიდან აქტიურად ითხოვდნენ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება გაჭიანურდა.

ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2014 წლიდან არის ლეგალური ინგლისში, შოტლანდიასა და უელსში.