რომის პაპმა ნება დართო მღვდლებს, დალოცონ ერთნაირსქესიანი წყვილები
რომის პაპმა ნება დართო მღვდლებს, დალოცონ ერთნაირსქესიანი წყვილები

რომის პაპმა ფრანცისკემ ნება დართო კათოლიკური ეკლესიის მღვდლებს, დალოცონ ერთნაირსქესიანი წყვილები. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პაპის განცხადებით, კურთხევა არ უნდა იყოს რეგულარული საეკლესიო რიტუალების ნაწილი.

დოკუმენტში ასვევე აღნიშნულია, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილების დალოცვა არ ნიშნავს ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინების კურთხევას. ვატიკანი ქორწინებად განიხილავს კავშირს ქალსა და მამაკაცს შორის.

„ბიბისის“ ცნობით, დოკუმენტში ასევე წერია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ ღმერთი მიესალმება ყველას. დოკუმენტის თანახმად, თავად მღვდელმა უნდა გადაწყვიტოს კონკრეტულ შემთხვევაში დალოცავს თუ არა ერთნაირსქესიან წყვილებს.