ტაივანი პირველი აზიური ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა
ტაივანი პირველი აზიური ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

ტაივანის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამგვარად ტაივანი პირველი აზიური ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება ლეგალურია.

ტაივანის საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წელს დაადგინა, რომ ერთნაირსქესიანთა წყვილებს აქვთ ქორწინების უფლება. სასამართლომ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებისთვის ორწლიანი ვადა 2019 წლის 24 მაისამდე მისცა.

ტაიბეიში, პარლამენტის შენობასთან კანონმდებლების გადაწყვეტილების მოლოდინში ლგბტ-პირების ასობით მხარდამჭერი იყო შეკრებილი.