ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად თელავის კლინიკაში დავით სერგეენკო მივიდა
გომბორზე ავარიის დროს დაშავებულების მოსანახულებლად თელავის რეფერალურ კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
დავით სერგეენკო პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას პირადად გაეცნობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გომბორზე ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.
გამოძიების პირველადი ვერსიით, გომბორის უღელტეხილზე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.