თბილისში, დიღომში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა.
ერთ-ერთ მსუბუქ ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.