„ასოშიეთიდ პრესმა“ მარიუპოლში ჩატარებული გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის იერიშების შედეგად დაღუპულთა 10 000-ზე მეტი ახალი საფლავი აღმოაჩინეს
„ასოშიეთიდ პრესმა“ მარიუპოლში ჩატარებული გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის იერიშების შედეგად დაღუპულთა 10 000-ზე მეტი ახალი საფლავი აღმოაჩინეს

სააგენტო „ასოშიეთიდ პრესმა“ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში არსებული მდგომარეობა შეისწავლა და გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა.

გამოძიების შედეგად, მარიუპოლში, სტაროკრიმსკის სასაფლაოზე რუსეთის იერიშების შედეგად დაღუპულთა 10 000-ზე მეტი ახალი საფლავი აღმოაჩინეს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ეს ზუსტი მონაცემები არ არის. „ასოშიეთიდ პრესის“ ცნობით, საფლავებს უპილოტო საფრენი აპარატებით ითვლიდნენ.

ამასთან, ჟურნალისტები აცხადებენ, რომ რუსეთის იერიშების შედეგად მარიუპოლში დაღუპულთა საერთო რაოდენობა შესაძლოა, 25 000-ზე მეტი იყოს.

როგორც ცნობილია, სტაროკრიმსკის სასაფლაოს თანამგზავრით გადაღებული სურათები ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისიში გამოაქვეყნა კომპანია „მაქსარმა“.

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, მარიუპოლის ალყის დროს 25 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გაერო-მ ამ ეტაპზე 1 348 მოქალაქის სიკვდილი დაადასტურა, თუმცა აღიარა, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტია.