„ასოშიეთიდ პრესი“ - შრი-ლანკაზე ტერაქტებში სულ მცირე შვიდი თვითმკვლელი მონაწილეობდა
შრი-ლანკაზე ტერაქტებში სულ მცირე შვიდი თვითმკვლელი მონაწილეობდა. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტოს შრი-ლანკის კრიმინალურ სამსახურში განუცხადეს, ამჟამად ტერაქტების საქმეზე დაკავებულია 24 ეჭვმიტანილი პირი.
შეგახსენებთ, შრი-ლანკაზე 21 აპრილს ტერაქტების დროს დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი.
ვინ მოაწყო თავდასხმა, ამ დრომდე უცნობია.