აშშ-ის მთვარობამ 500-ზე მეტი მიგრანტი ბავშვი მშობლებთან დააბრუნა
აშშ-ის მთვარობამ 500-ზე მეტი მიგრანტი ბავშვი მშობლებთან დააბრუნა

აშშ-ის მთვარობამ 500-ზე მეტი მიგრანტი ბავშვი მშობლებთან დააბრუნა. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კიდევ 16 ბავშვის ოჯახში დაბრუნება უამინდობის გამო გადაიდო.

„რამდენიმე ბავშვი დაცილებულია მშობლებს, თუმცა ეს არ უკავშირდება მიგრანტების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას“, – ნათქვამია განცხადებაში. ბავშვები მშობლებისგან განცალკევებით მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩებიან, თუ მათ ნათესავები არ ჰყავთ ან მშობლები აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ ბავშვის მშობლებს აშშ-დან დეპორტაცია ემუქრება, მაშინ მათ ექნებათ უფლება მიმართონ სასამართლოს და ბავშვიც თან წაიყვანონ.

2018 წელს დნალდ ტრამპმა არალეგალი მიგრანტების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა გამოაცხადა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აშშ-ის ხელისუფლებამ სპეციალურ ცენტრებში მიგრანტების 2300-ზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვი განასახლა. ეს ინიციატივა გაერო-მ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს.