აშშ-ის მთავრობამ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოებს ვეტერინარული პრეპარატების შესანახი მაცივრები გადასცა
აშშ-ის მთავრობამ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოებს ვეტერინარული პრეპარატების შესანახი მაცივრები გადასცა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამმართველოებს ვეტერინარული პრეპარატების შესანახი მაცივრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით ცხოველებს რეგულარულად უტარებს სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციას. ამ მხრივ, მათ დასახმარებლად ამერიკის მთავრობამ სააგენტოს რეგიონულ სამმართველოებს ვეტერინარული პრეპარატების შესანახი მაცივრები გადასცა, რაც ვაქცინების შენახვის პირობების სრულყოფილ დაცვას უზრუნველყოფს.

პროექტი აშშ-ის საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.