აშშ-ის მთავრობის ანგარიშის მიხედვით, კლიმატის ცვლილება ქვეყანას ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკურ ზარალს მოუტანს
აშშ-ის მთავრობის ანგარიშის მიხედვით, კლიმატის ცვლილება ქვეყანას ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკურ ზარალს მოუტანს

აშშ-ს კლიმატის ცვლილება საუკუნის ბოლოსთვის ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის ეკონომიკურ ზარალს მოუტანს, – ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ათობით სახელმწიფო სააგენტოსა და დეპარტამენტის დახმარებით შედგა, იუწყება, რომ გლობალური დათბობა ეტაპობრივად მთლიანი ამერიკის საზოგადოებას შეეხება, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის ბიუჯეტს ასობით მილიარდი დოლარის ზარალს მოუტანს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ გლობალური დათბობა, პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. ასევე დააზიანებს ქვეყნის ინფრასტრუქტურას, რის შემდეგაც ქვეყანა სასმელი წყლის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდება. მნიშვნელოვნად გართულდება ვითარება სოფლის მეურნეობაშიც.

ამერიკის მთავრობის მიერ შედგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების შეჩერება ატმოსფეროში სათბური აირების გამოყოფის შემცირებით შეიძლება. ანგარიშში განმარტებულია, რომ მომავლის ბედი ახლა უნდა გადაწყდეს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მისვლის შემდეგ დონალდ ტრამპმა გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით ბარაკ ობამას პოლიტიკა სრულიად შეცვალა. დონალდ ტრამპმა 2015 წელს, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, პარიზში მიღწეული შეთანხმებიდან გამოთიშვის შესახებ განაცხადა.