აშშ-მა რუსეთის სამი მოქალაქისა და ხუთი კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
აშშ-მა რუსეთის სამი მოქალაქისა და ხუთი კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე.
უწყების განცხადებით, „შავ სიაში“ შეყვანილ პირებსა და კომპანიებს კავშირი აქვთ კიბერთავდასხმებთან.
კერძოდ, სანქციები დაუწესდა კომპანიებს Digital Security, ERPScan, Embedi, Kvant Scientific Research Institute (Kvant) Divetechnoservices, ასევე მათ ხელმძღვანელებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გამარტებით, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც შემზღუდავი ზომები დაუწესდათ, რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან თანამშრომლობენ და კავშირი აქვთ აშშ-ისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმებთან.