აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - აშშ ავსტრიელი ხალხისთვის ლოცულობს, გამართლება არ აქვს მსგავს სიძულვილსა და ძალადობას
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - აშშ ავსტრიელი ხალხისთვის ლოცულობს, გამართლება არ აქვს მსგავს სიძულვილსა და ძალადობას

გამართლება არ აქვს მსგავს სიძულვილსა და ძალადობას, – ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩევლის, რობერტ ობრაიენის განცხადებაა, რომელიც ვენაში თავდასხმას გამოეხმაურა.

„ამერიკის შეერთებული შტატები ავსტრიელი ხალხისთვის ლოცულობს. გამართლება არ აქვს მსგავს სიძულვილსა და ძალადობას. ჩვენ ავსტრიის, საფრანგეთისა და მთელი ევროპის გვერდით ვდგავართ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“,- წერს რობერტ ობრაიენი.

ვენაში თავდასხმა 2 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე გახსნა, მათ შორის ერთი სინაგოგის მიმდებარე ტერიტორია იყო. დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავებულია 15 პირი. ავსტრიის მთავრობა მომხდარს ტერორისტულ აქტად განიხილავს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდამსხმელთაგან ერთი მოკლულია, ერთზე ძებნა მიმდინარეობს. სამართალდამცველები ვენის მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ.