რუსეთის მიერ განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის გამო, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა ევროპული ტურნე შეწყვიტა
რუსეთის მიერ განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის გამო, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა ევროპული ტურნე შეწყვიტა

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა ევროპული ტურნე რუსეთის მიერ განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის გამო შეწყვიტა და ვაშინგტონში დაბრუნდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე ობრაიენი უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებას გეგმავს, სადაც განხილვის მთავარი თემა სწორედ განხორციელებული ჰაკერული თავდასხმა იქნება.

14 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ დაადასტურა, რომ რუსეთის ჰაკერული თავდასხმა სულ მცირე ორ სახელმწიფო უწყებაზე განხორციელდა. ამერიკული მხარის განცხადებით, ჰაკერები რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან იყვნენ დაკავშირებულნი.

რობერტ ობრაიენი ევროპული ტურნეს ფარგლებში საფრანგეთსა და ისრაელში იმყოფებოდა. ის გერმანიაში, შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში უნდა ჩასულიყო.

დატოვე კომენტარი