დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად რობერტ ობრაიენის დანიშვნას გეგმავს
დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად რობერტ ობრაიენის დანიშვნას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად რობერტ ობრაიენის დანიშვნას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

ობრაიენი აღნიშნულ თანამდებობაზე ჯონ ბოლტონს შეცვლის, რომელიც პრეზიდენტმა გასულ კვირაში გაათავისუფლა.

ობრაიენი სახელმწიფო დეპარტამენტში მძევლების საკითხებზე მუშაობდა.

„მოხარული ვარ, გამოვაცხადო, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახალ მრჩევლად დავასახელებ რობერტ ობრაიენს, რომელიც ამჟამად მუშაობს სახელმწიფო დეპარტამენტში როგორც პრეზიდენტის ძალიან წარმატებული სპეციალური წარმომადგენელი მძევლების საკითხებში. მე დიდი ხანი და ბევრს ვმუშაობდი რობერტთან. ის შესანიშნავ საქმეს გააკეთებს“, – წერს დონალდ ტრამპი.