დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა
დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონი თანამდებობიდან გაათავისუფლა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ ბოლტონი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც დონალდ ტრამპი „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაში წერს, გათავისუფლების შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს მან თავად შეატყობინა.

„გუშინ ღამე ვაცნობე ჯონ ბოლტონს, რომ თეთრ სახლს მისი სამსახური აღარ ესაჭიროება. არ ვეთანხმებოდი ბევრ მის შეთავაზებას, ისევე როგორც ჩემი ადმინისტრაციის სხვა წევრები. მიუხედავად ამისა, მე ვთხოვე ჯონს, გადამდგარიყო. მისი განცხადება დღეს დილით გადმომცეს.

დიდი მადლობა ჯონ, შენი სამსახურისთვის. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ახალ მრჩეველს მომავალ კვირას დავასახელებ“, – აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში.

ამერიკულმა მედიამ გუშინ გაავრცელა ცნობა, რომ დონალდ ტრამპსა და ჯონ ბოლტონს შორის „თალიბანთან“ მოლაპარაკების გამართვის შესახებ უთანხმოება არსებობდა, რის გამოც კემ დევიდში დაგეგმილი მოლაპარაკებები ჩაიშალა.

დატოვე კომენტარი