აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - ჩინეთი უცხო ქვეყნების მოქალაქეთა გენეტიკურ მონაცმებს აგროვებს
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი - ჩინეთი უცხო ქვეყნების მოქალაქეთა გენეტიკურ მონაცმებს აგროვებს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ობრაიენი აცხადებს, რომ ჩინეთის ხელისუფლება უცხო ქვეყნების მოქალაქეთა გენეტიკურ მონაცემებს აგროვებს. მისივე განცხადებით, ეს ინფორმაცია ჩინეთის მთავრობას სხვა ქვეყნებზე ან ადამიანების ჯგუფებზე ზემოქმედების საშუალებას აძლევს.

„ჩინეთი აგროვებს გენეტიკურ მონაცემებს. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს უფასო გენეტიკურ ტესტების ჩატარებას სთავაზობენ, რათა მიიღონ გენეტიკური რუკები.

ეს ეხმარება ჩინურ ფარმაცევტულ კომპანიებს, მათ უპირატესობის მოპოვება იოლად შეუძლიათ. თუმცა, ამავე დროს ეს მონაცემთა ბაზები მათ საშუალებას აძლევს, გაიგონ, როგორ უნდა მოახდინონ ზემოქმედება ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებზე ან კონკრეტულ ქვეყნებზე. ეს დიდ შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა ტრამპის მრჩეველმა.