აშშ-ის პირველი ლედის თქმით, იმედგაცრუებულია 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო და ძალადობას გმობს
აშშ-ის პირველი ლედის თქმით, იმედგაცრუებულია 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო და ძალადობა გმობს. ამის შესახებ ნათქვამია მელანია ტრამპის მიერ თეთრი სახლის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
„მე აბსოლუტურად ვგმობ ძალადობას, რომელიც კაპიტოლუმში მოხდა. ძალადობა არასდროს არის მისაღები. როგორც ამერიკელი, მე ვამაყობ რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემი შეხედულებები თავისუფლად გამოვხატო, დევნის გარეშე. ეს არის მთავარი იდეალი, რომელსაც ამერიკა ეფუძნება“, – წერს აშშ-ის პირველი ლედი.
მელანია ტრამპი მოუწოდებს მოქალაქეებს უარი თქვან ძალაოდბაზე.
„არასდროს განსაჯოთ ადამიანები კანის ფერისა ან იმის მიხედვით, თუ რომელი პოლიტიკური იდეოლოგიის მიმდევარია ის. ეს არ უნდა იქცეს აგრესიის და სისასტიკის საფუძვლად. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს და იმ თემებზე მაღლა დავდგეთ, რაც გვყოფს“, – წერს მელანია ტრამპი.