დონალდ და მელანია ტრამპებმა თეთრი სახლი დატოვეს [ვიდეო]

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრი სახლის რეზიდენცია უკვე დატოვეს.

ტრამპები მერილენდში, ენდრიუს სამხედრო ბაზაზე გაემგზავრნენ, სადაც სამხედრო პატივის მიგებით, გამოსამშვიდობებელი ცერემონია გაიმართება. ამის შემდეგ უკვე ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მეუღლესთან ერთად, ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გაემგზავრება.

დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც 150-წლიან ტრადიციას არღვევს და მომდევნო პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება.

დატოვე კომენტარი