მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო
მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო

ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საშობაოდ მორთო და ვიდეო სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განათავსა.

„წლის ამ განსაკუთრებულ დროს მოხარული ვარ, რომ შემიძლია თქვენთან ერთად გავიზიარო ამერიკის მშვენიერება და პატივი მივაგოთ ჩვენი დიდებული ერის სიდიადეს“, – წერს მელანია ტრამპი.

ვიდეომასალაში ჩანს, რომ თეთრი სახლი ძირითადად თეთრი განათებებითაა მორთული. ნაძვის ხეები კი წითელი სათამაშოებითაა მორთული.