მელანია ტრამპმა საკუთარი არჩევანი ფლორიდაში გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა
მელანია ტრამპმა საკუთარი არჩევანი ფლორიდაში გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა

აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საკუთარი არჩევანი ფლორიდაში, პალმ ბიჩის ცენტრში გახსნილ საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ თავად პრეზიდენტმა ტრამპმა ხმის წინასწარი მიცემის უფლებით ისარგებლა და თავისი არჩევანი გასულ კვირას გააკეთა.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ მისცა ხმა მეუღლესთან ერთად გასულ კვირას, მელანია ტრამპა უპასუხა, რომ მას სურდა, საკუთარი არჩევანი არჩევნების დღეს გაეკეთებინა.

აშშ-ში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 100 მილიონამდე ამომრჩეველმა ისარგებლა.