მედიის ცნობით, დონალდ და მელანია ტრამპებმა მომავალ პრეზიდენტსა და პირველ ლედის წერილები დაუტოვეს
მედიის ცნობით, დონალდ და მელანია ტრამპებმა მომავალ პრეზიდენტსა და პირველ ლედის წერილები დაუტოვეს

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მეუღლემ, მელანია ტრამპმა მომავალ პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს წერილი დაუტოვა. ამის შესახებ „სიენენი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. თუმცა, წერილის შინაარსი უცნობია.

როგორც მედია წერს, 46-ე პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის წერილი დატოვა დონალდ ტრამპმაც, რაც ერთგვარი ტრადიციაა თეთრ სახლში.

აშშ-ში აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია იმართება, რომელსაც დონალდ და მელანია ტრამპები არ ესწრებიან. ისინი ამჟამად ფლორიდაში იმყოფებიან.