„არტ-გენის“ მე-17 ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გომისმთაზე გაიმართა.
კონცერტი გურიის ფოლკლორული ანსამბლების, სახალხო მთქმელების გამოსვლით დაიწყო. შემდეგ კი ადგილობრივი მაყურებლებისა და ტურისტების წინაშე წარდგა „თსუ გორდელა“. ანსამბლმა რამდენიმე სიმღერა შეასრულა, მათ შორის, გურული ხალხური სიმღერაც.
ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა გამართა „ჰოროლმა“. კონცერტი
ჯგუფმა „რეგეონმა“ (REGGAEON) დაასრულა.
კონცერტამდე გომისმთაზე ქართული რეწვის ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
„არტ-გენის“ ორგანიზატორების თქმით, პანდემიის გამო ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საოჯახო პატარა მუსიკალურ ჯგუფებს. დასკვნითი ღონისძიება კი, თბილისის ნაცვლად, გომისმთაზე გაიმართა.
მიუხედავად უამინდობისა, „არტ-გენის“ კონცერტს ბევრი მაყურებელი დაესწრო.