„არტ-გენი 2021“-ის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურა
„არტ-გენი 2021“-ის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურა

ფესტივალ „არტ-გენი 2021“-ის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურა.

ფესტივალი, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, 16 ივლისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნა. გამოფენებისა და ფოლკლორული კონცერტების შემდეგ, ფესტივალმა „გაგა ფრანის“, Reggaeon-ის, ბენდ „ჩვენებურების“, ლელა ნაყეურისა და ნინო ქათამაძის დასკვნით კონცერტებს უმასპინძლა. ასევე, გაიმართა „ჰოროლის“ ქართული საბრძოლო ხელოვნების თეატრალიზებული წარმოდგენა.

წელს რეგიონული ტურნე, თბილისის ტურის დასრულების შემდეგ, 31 ივლისს პანტიანის ტბაზე გაიმართება.

„არტ-გენს“ 18 წელი შეუსრულდა. ფესტივალის მედიაპარტნიორთა შორისაა საქართველოს პირველი არხი.